Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრენანი ტრამპს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდოს თავისსავე სიტყვებსა და პოსტებს


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი მოუწოდებს ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ყურადღებით მოეკიდოს თავისსავე სიტყვებსა და სოციალური მედიით გავრცელებულ პოსტებს. ბრენანი, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, აცხადებს, რომ სპონტანურობა არ შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერსებს. „ფოქს ნიუსის“ საკვირაო გადაცემაში საუბრისას, ბრენანმა ტრამპი რუსეთის განზრახვის შესახებაც გააფრთხილა. „არა მგონია, რომ იგი ბოლომდე აფასებდეს რუსეთის შესაძლებლობებს, მის განზრახვასა და მოქმედებას“, - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა. იანვრის დასაწყისში აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა გამოაქვეყნეს ჰაკერულ თავდასხმებზე ანგარიშის არაგასაიდუმლოებული ნაწილი, რომლის თანახმადაც მედიის მანიპულაციისა და ჰაკერული თავდასხმების კამპანია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დასახმარებლად ვლადიმირ პუტინის „დავალებით“ განხორციელდა. კრემლი უარყოფს აშშ-ის დაზვერვის უწყებების ანგარიშში გამოთქმულ ბრალდებას. როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 9 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში შეიცავს „უსაფუძვლო ბრალდებებს“ და „არაპროფესიონალურ, ემოციურ დონეზეა“ მომზადებული.

XS
SM
MD
LG