Accessibility links

ავღანეთში შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ავტომანქანაში მყოფი ხალხი ნანგარჰარის პროვინციაში მდებარე სოფელში მიემგზავრებოდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, მაგრამ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადანაშაულებს „მშვიდობისა და სტაბილურობის მტრებს“ - ავღანელი ოფიციალური პირები ასე მოიხსენიებენ ხოლმე თალიბებს. თალიბანს ძლიერი პოზიცია აქვს ნანგარჰარში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG