Accessibility links

ჯო ბაიდენი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ერთად იდგეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ


აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს კიევში ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ერთად იდგეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა გამოთქვა ასევე იმედი, რომ პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მთავრობა კიევის მტკიცე მხარდამჭერი და პარტნიორი იქნება. კიევში ბაიდენის ვიზიტი სულ ოთხი დღით უსწრებს წინ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. ჯო ბაიდენმა უკრაინას მოუწოდა ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ. აშშ-ს მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეაქვს უკრაინაში რეფორმების ხელშესაწყობად მას შემდეგ, რაც კიევში 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ხელისუფლების სათავეში პროდასავლური ოპოზიცია მოვიდა. მას შემდეგ ვაშინგტონმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის დასახმარებლად და სანქციები დაუწესა რუსეთს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარების გამო.

XS
SM
MD
LG