Accessibility links

სირიელი მეამბოხეები აპირებენ, დაესწრონ სამშვიდობო მოლაპარაკებას ყაზახეთში


სირიელმა მეამბოხეებმა გადაწყვიტეს, დაესწრონ ყაზახეთში სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით ჩატარდება. შეხვედრა ასტანაში 23 იანვრისთვის არის დანიშნული. მეამბოხეების წარმომადგენლებმა 16 იანვარს გამოაცხადეს, რომ ანკარაში შეხვედრისას გადაწყვიტეს სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა. მეამბოხეების ჯგუფ „თავისუფალი სირიის არმიის“ წარმომადგენლის განმარტებით, მეამბოხეები აპირებენ მოითხოვენ სირიაში ხშირად დარღვეული ზავის დაცვა. 29 დეკემბერს მოსკოვმა გამოაცხადა, რომ თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება სირიის მთავრობასა და მის ოპონენტებს შორის. მოსკოვმა გამოაცხადა ასევე, რომ მხარეები მზად არიან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG