Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და მიუღებელია 18%-ისთვის


NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და მიუღებელია 18%-ისთვის. ამავე გამოკითხვის თანახმად, ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა 61% და ეწინააღმდეგება 25%. რესპონდენტების 53% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, 31%-ის შეფასებით კი, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. არცერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 7%. გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3 141 რესპონდენტი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,8%-ია. NDI-ის კვლევა დააფინანსა შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ.

XS
SM
MD
LG