Accessibility links

პაკისტანმა ავღანეთს შეატყობინა ტერორისტების „ყველა თავშესაფრის“ განადგურების შესახებ


პაკისტანის სამხედრო სარდალმა, გენერალმა ყამარ ჯავედ ბაჯუამ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეატყობინა, რომ პაკისტანში, მისი თქმით, განადგურებულია ტერორისტების „ყველა თავშესაფარი“. 15 იანვრის სატელეფონო საუბრისას პაკისტანელმა გენერალმა აღნიშნა ასევე, რომ ორმა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს უშიშროების საკითხებში, საზღვარზე ექსტრემისტების გადაადგილებისთვის ბოლოს მოსაღებად. პაკისტანის არმიის წარმომადგენლის ინფორმაციით, გენერალმა ბაჯუამ ავღანეთის პრეზიდენტს ამავე დროს სამძიმარი გამოუცხადა ბოლოდროინდელი აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაღუპვის გამო. ავღანელი ოფიციალური პირებს ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ პაკისტანის სამხედრო ძალები და დაზვერვის სამსახური ავღანეთში თალიბი მეამბოხეებისა და სხვა ექსტრემისტების დახმარებასა და პაკისტანში მათთვის თავშესაფრის მიცემაში. პაკისტანი უარყოფს ამ ბრალდებებს. ორ ქვეყანას 2600-მდე კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს.

XS
SM
MD
LG