Accessibility links

32 ადამიანი დაიღუპა ყირგიზეთში თურქეთის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად


თურქეთის სატვირთო თვითმფრინავი ყირგიზეთში, მანასის აეროპორტთან მდებარე დასახლებაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 32 ადამიანი. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობებში საუბარი იყო 37 დაღუპულზე. მსხვერპლის უმრავლესობას შეადგენენ სოფელ დაჩა-სუუს მკვიდრნი. ავიაკატასტროფა 16 იანვრის დილას,, ადგილობრივი დროით, რვის ნახევარზე მოხდა. არიან დაშავებულები. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა 17 იანვარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა გლოვის დღედ გამოაცხადა. ყირგიზეთის მთავრობის პრესმდივნის ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომელიც ჰონ-კონგიდან სტამბოლში მიფრინავდა, 20-მდე სახლი დაანგრია, როცა მანასის აეროპორტზე დაშვებას ცდილობდა და ჩამოვარდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG