Accessibility links

კოსოვოს პრეზიდენტი პროვოკაციაში ადანაშაულებს ბელგრადს


კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ ბელგრადი დაადანაშაულა კრიზისის პროვოცირების მცდელობაში, როცა კოსოვოში გააგზავნა სერბიის მატარებელი წარწერით „კოსოვო სერბიაა“. ტაჩიმ ეს შეფასება გამოთქვა 16 იანვარს რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურთან საუბრისას - ორ დღეში მას შემდეგ, რაც მატარებელი შეაჩერეს უშუალოდ კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლამდე, რადგან ბელგრადის ინფორმაციით, ეთნიკური ალბანელები აპირებდნენ თავდასხმის მოწყობას. მატარებელზე 21 ენაზე იყო გაკეთებული წარწერა „კოსოვო სერბიაა“. სერბიის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა 14 იანვარს დაადანაშაულა კოსოვო „ომის“ პროვოცირების მცდელობაში, რახან უშიშროების ძალებს დაევალა მატარებლის შეჩერება, თუ ის კოსოვოს ტერიტორიაზე გადავიდოდა. ეს მატარებელი სერბიამ რუსეთისაგან იყიდა და ის უნდა ყოფილიყო პირველი მატარებელი, რომელიც ბელგრადიდან კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში ჩავიდოდა იუგოსლავიის ჯარებსა და ეთნიკურ ალბანელ სეპარატისტებს შორის 1998-99 წლების ომის შემდეგ. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG