Accessibility links

თურქეთმა ოფიციალურად დაადასტურა სტამბოლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება


თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დააკავეს პირი, რომელმაც, მათი ვარაუდით, ახალი წლის ღამეს, სტამბოლის კლუბ „რეინაში“ ტერაქტი განახორციელა. პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით, დაკავებულს პოლიცია დაკითხავს. მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება გამოავლენს ტერაქტის უკან მდგომ პირებსაც. სტამბოლის გუბერნატორის, ვასიფ შაჰინის თქმით, ეჭვმიტანილი აბდულგადირ მაშარიპოვია, რომელიც ავღანეთში გაწვრთნეს. შაჰინის თქმით, ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მასობრივი მკვლელობა მან ჩაიდინა და დასძინა, რომ მისი და მკვლელის თითის ანაბეჭდები ერთმანეთს დაემთხვა. ახალი წლის ღამის სტამბოლის კლუბ „რეინაში“ სისხლიან თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპალა, 50-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და გამოაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება სირიის კონფლიქტში თურქეთის ჩარევის გამო .

XS
SM
MD
LG