Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში გლოვობენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მსხვერპლს


ყირგიზეთში 17 იანვარს გლოვის დღეა გამოცხადებული თურქეთის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 16 იანვარს მანასის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე სოფელში თურქეთის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 17 მოსწავლე და თვითმფრინავის ეკიპაჟის ოთხი წევრია. 13 პირი საავადმყოფოში რჩება. "ბოინგ 747" ჰონკონგიდან სტამბოლში მიემართებოდა და ბიშკეკში საწვავის შესავსებად უნდა შეჩერებულიყო. მას 85 ტონა ტვირთი გადაჰქონდა. გამომძიებელთა წინასწარი ვერსიით, კატასტროფა პილოტების შეცდომამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG