Accessibility links

გარდაიცვალა მთვარეზე ნამყოფი ბოლო ამერიკელი ასტრონავტი


82 წლისა გარდაიცვალა ამერიკელი ასტრონავტი, იუჯინ „ჯინ“ სერნანი, რომელიც მთვარეზე ნამყოფი ბოლო ადამიანი იყო. სერნანმა 1972 წლის ბოლოს, გეოლოგ ჰარისონ შმიტთან ერთად სამი დღე დაჰყო დედამიწის თანამგზავრზე. ის მთვარის მოდულში მეორე დაბრუნდა და ამდენად, ბოლო ადამიანი იყო, ვინც მთვარეზე იმყოფებოდა. სერნანი მეორე ამერიკელი ასტრონავტი იყო, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. ის 1976 წელს გავიდა პენსიაში და ბიზნესითიყო დაკავებული და მუშაობდა ტელეკომენტატორად.

XS
SM
MD
LG