Accessibility links

ევროკავშირის დიპლომატები ირანთან ბირთული შეთანხმების ერთგული დარჩებიან


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დარჩება ირანთან მიღწეული ბირთული შეთანხმების ერთგული. მოგერინი ამით გამოეხმაურა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტთან შესაძლებელ უთანხმოებას. ერთი მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს და გერმანიას და მეორე მხრივ, ირანს შორის დადებული შეთანხმება, დონალდ ტრაპმა, დაგმო და თბქვა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი შეთანხმება, რაც არსებობს. მოგერინიმ განაცხადა, რომ შეთანხმება ემსახურება უსაფრთხოების სფეროში ევროპის საჭიროებას და ადასტურებს, რომ „დიპლომატია მუშაობს“. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების იმავე შეხვედრაზე, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შეთანხმება შენარჩუნებულ უნდა იქნეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG