Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ლიდერმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ „სავაჭრო ომებში“ ვერავინ გაიმარჯვებს


ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში გახსნა გამოსვლით, რომელშიც მან დაიცვა გლობალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა. სი ძინპინი ჩინეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც დავოსში ჩავიდა ამ ფორუმის არსებობის 47-წლიან ისტორიაში. მისი თქმით, ეკონომიკურ კრიზისებს იწვევს მოგებისკენ დაუოკებელი სწრაფვა და არ შეიძლება მათ გამო გლობალიზაციის დადანაშაულება. მან გააფრთხილა მთავრობები, ხელი აიღონ ვაჭრობაში პროტექციონიზმზე და გამოთქვა გაფრთხილება, რომ "სავაჭრო ომში" გამარჯვებული ვერავინ იქნება. დავოსის ოთხდღიან შეხვედრის ფონია შეშფოთება, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეიძლება მიმართოს პროტექციონისტულ ზომებს.

XS
SM
MD
LG