Accessibility links

მოლდავეთის პრეზიდენტი მოსკოვში: ევროკავშირთან შეთანხმება ნაჩქარევი იყო


მოლდავეთის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, 17 იანვარს მოსკოვში განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულება ასოცირების შესახებ ნაჩქარევად გაფორმდა და სავარაუდოდ, მას სურს, უარი უთხრას დოკუმენტს. დოდონი, რომელიც ნოემბერში აირჩიეს მას მერე, რაც პროდასავლური პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე პირობა დადო, რუსეთთან ურთიერთობებს გავაუმჯობესებო, პირველ ვიზიტად იმყოფება მოსკოვში პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე, ვალენტინა მატვიენკოსთან შეხვედრისას დოდონმა თქვა, რომ მოლდოვამ 2014 წელს ნაჩქარევად მოაწერა ხელი ევროკავშირთან შეთანხმებას. დოდონი მოგვიანებით შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს ახალ შეთანხმებებს მიაღწიოს, მაგრამ არ დაუზუსტებია, ვისთან. დოდონი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გამო, როცა რუსეთის მედიას უცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას უარყოფს, დასავლეთის პარტნიორებს კი ეუბნება, რომ არ აქვს ძალაუფლება მისი გაუქმებისთვის. მოლდავეთის პრეზიდენტის თანამდებობა სიმბოლურია, თუმცა დოდონი მოლდავეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირ იქნა არჩეული და მისი უფლებამოსილება გაფართოებულია.

XS
SM
MD
LG