Accessibility links

მერკელი: ევროპელებს საკუთარი ბედი საკუთარ ხელში უპყრიათ


აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკის საპასუხოდ, რომ ევროკავშირი მხოლოდ იმას ემსახურება, საკუთარ რიგებში სოლიდარობა განამტკიცოს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპელებს საკუთარი ბედი საკუთარ ხელში უპყრიათ. ტრამპმა ინტერვიუში 15 იანვარს თქვა, რომ ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთს არგებს და სხვა ქვეყნების მიერ ბლოკის დატოვება იწინასწარმეტყველა. მისივე თქმით, გერმანიამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა, როცა კარი გაუხსნა მიგრანტებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირს გარედან რჩევები არ სჭირდება. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, მიშელ საპინმა განაცხადა, რომ ტრამპის კრიტიკა ევროპას აერთიანებს. ტრამპის მრჩეველმა განმარტა, რომ არჩეულ პრეზიდენტს არაწორად გაუგეს, რომ ის დიდ პატივს სცემს ანგელა მერკელს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG