Accessibility links

პუტინი ობამას ადინისტრაციას ადანაშაულებს დონალდ ტრამპის ლეგიტიმურობის დაკნინებაში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია დაადანაშაულა მცდელობაში, ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მმართველობის ლეგიტიმურობას ტრამპის მიმართ - როგორც პუტინი ფიქრობს - არასწორი ბრალდებების გამოთქმით. გასულ კვირაში გავრცელდა ცნობები, რომ ობამას და ტრამპს გააცნეს აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი ფლობს კომპრომატებს დონალდ ტრამპზე. ტრამპი „გამოგონილად“ მიიჩნევს ამ ცნობებს. 17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმაც „გამოგონილი“ უწოდა კომპრომატების შესახებ ცნობებს. „რას ვხედავთ შეერთებულ შტატებში? ვხედავთ მწვავე შიდაპოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და დასრულდა ბატონ ტრამპის დამაჯერებელი გამარჯვებით. ამისდა მიუხედავად, ამ ბრძოლის მსვლელობაში, ჩემი აზრით, დასახულია რამდენიმე ამოცანა - ისინი შესაძლოა მეტიც იყო, მაგრამ ზოგი მათგანი აშკარაა. პირველი: ძირი გამოუთხარონ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას,“ - განაცხადა პუტინმა და გამოთქვა იმედი, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვი და ვაშინგტონი შეძლებენ დაძაბული ურთიერთობის მოგვარებას. ტრამპს, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება, არაერთხელ აქვს გამოთქმული მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG