Accessibility links

ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი არ აპირებს ევროკავშირში „ნახევრად“ დარჩენას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, მისი ქვეყანა არ შეეცდება ევროკავშირში „ნახევრად“ დარჩენას ბრექსიტზე მოლაპარაკების დროს. მეიმ 17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბრექსიტთან დაკავშირებულ პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაც არის „ახალი და თანასწორუფლებიანი პარტნიორობა“ ევროკავშირთან - არც ნაწილობრივ წევრობა, არც ასოცირებული წევრობა და არც სხვა სახის ურთიერთობა, რომელიც „ნახევრად“ ევროკავშირში დატოვებდა ბრიტანეთს. „ევროკავშირთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საერთო ბაზარზე შეძლებისდაგვარად დიდი ხელმისაწვდომობის მიღწევაზე ზრუნვა საპასუხო ხელმისაწვდომობის სანაცვლოდ - ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მეშვეობით. და რახან აღარ ვიქნებით ერთიანი ბაზრის წევრი, არ გვექნება ევროკავშირის ბიუჯეტში უზარმაზარი თანხმების შეტანის ვალდებულება“, - განაცხადა მეიმ 17 იანვარს. პრემიერ-მინისტრი აპირებს პარლამენტს წარუდგენოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ბრიტანეთისა და ბრიუსელის შეთანხმების საბოლოო ტექსტი. ტერეზა მეის განცხადებით, ის 31 მარტს აამოქმედებს ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე მუხლს, რითაც ოფიციალურად დაიწყება ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლაზე მოლაპარაკების ორწლიანი პროცესი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG