Accessibility links

გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს


გაეროში აშშ-ის ელჩი, სამანტა პაუერი რუსეთს ადანაშაულებს აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. პაუერმა ეს შეფასება გამოთქვა 17 იანვარს ვაშინგტონში დაფუძნებულ კვლევით ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“, სადაც გამოვიდა გაეროში აშშ-ის ელჩის რანგში თავისი ბოლო მოხსენებით. მან რუსეთის აგრესიულობის მაგალითებად მოიყვანა ყირიმის ანექსია, ინნტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, სირიის მთავრობის სამხედრო მხარდაჭერა და დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე ჰაკერული თავდასხმებითა და დეზინოფრმაციით გავლენის მოხდენის მცდელობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG