Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაიხსნა ბავშვთა პირველი ჰოსპისი


თბილისში გაიხსნა ბავშვთა პირველი ჰოსპისი - პალიატიური მზრუნველობის დაწესებულება, სადაც ქრონიკული და განუკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვებს უფასოდ ემსახურებიან. ჰოსპისი სახელწოდებით „ციცინათელების ქვეყანა“ შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ თაოსნობით, ამ ორგანიზაციისა და სხვა დონორების დაფინანსებით. ჰოსპისის გახსნისას, საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ „უპრეცედენტო“ უწოდა ბიზნესსექტორის, სახელმწიფოსა და ინდივიდუალური დონორების გაერთიანებას ასეთ „საქველომოქმედო და ღირსეულ საქმეში“ მონაწილეობის მისაღებად. საქართველოში 2013 წელს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველწლიურად 800-ზე მეტ ბავშვს ესაჭიროება პალიატიური მზრუნველობა.

XS
SM
MD
LG