Accessibility links

NDI-მ გამოაქვეყნა საქართველოში გასული წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი


ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს გამოაქვეყნა მისი დაკვეთით საქართველოში გასული წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი. გამოკითხვის თანახმად, უმრავლესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პოლიტიკურ პარტიად მიიჩნევს „ქართულ ოცნებას.“ შეკითხვას, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, 40%-მა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება,“ 10%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 3-3%-მა კი „პატრიოტთა ალიანსი“ და „თავისუფალი დემოკრატები.“ რესპონდენტების 22%-მა უპასუხა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არ არის არცერთი პარტია. NDI-ის დაკვეთით, გამოკითხვა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3 141 რესპონდენტი. შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,8%-ია. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს.

XS
SM
MD
LG