Accessibility links

ესტონეთმა და ლიტვამ ხელი მოაწერეს შეთანხმებებს აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე


ესტონეთმა და ლიტვამ ხელი მოაწერეს შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ხელშეკრულებებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, რაც ოფიციალურად აფორმებს ბალტიისპირეთის ამ ორ ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების განთავსებას. ლატვიამ გასულ კვირაში მოაწერა ხელი ასეთივე ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან. ამ ნაბიჯის შედეგად იოლდება სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აშშ-ის სამხედრო ძალების განთავსება, ერთობლივი მანევრებისა და წვრთნების ჩატარება. ხელშეკრულებების გაფორმება წინ უსწრებს აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 20 იანვარს. ტრამპს გამოთქმული აქვს შეფასება, რომ ნატო „მოძველებულია“. ტრამპის ეს და მსგავსი გამონათქვამები შეშფოთებას იწვევს ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საფრთხეს ხედავენ მეზობელი რუსეთისაგან ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG