Accessibility links

აშშ სერბიასა და კოსოვოს მოუწოდებს, უარი თქვან „სახიფათო რიტორიკაზე“


აშშ-მა სერბიასა და კოსოვოს მოუწოდა, უარი თქვან „სახიფათო რიტორიკაზე“ მათ შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე. ბოლო ინციდენტი მოხდა 14 იანვარს, როცა ბელგრადიდან ჩრდილოეთ კოსოვოს, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ, მიაშურა მატარებელმა წარწერით „კოსოვო სერბიაა“. მატარებელი საზღვართან გააჩერეს მას შემდეგ, რაც კოსოვოს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს მის გადაადგილებას. ბელგრადმა, რომელიც არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მატარებელი შეაჩერა და მიზეზად დაასახელა ის, რომ კოსოვოს უშიშროების ძალები მატარებელზე თავდასხმას აპირებდნენ. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელიც უკვე 114 ქვეყანას აქვს აღიარებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG