Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პრეზიდენტის შვილის, დუშანბეს მერ რუსტამ რაჰმონის ოფისი პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადაიტანეს


ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის შვილის, რუსტამ რაჰმონის ოფისი დუშანბეში პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადაიტანეს, რაც საფუძველს აძლევს ვარაუდს, რომ რუსტამს პრეზიდენტობისათვის ამზადებენ. გასულ კვირაში რუსტამი, რომელიც 29 წლისაა, მამამისმა დედაქალაქის მერად დანიშნა. ჩვენს რადიოსთან საუბრისას, ტაჯიკეთის მთავარმა არქიტექტორმა ჯამშედ აჰმაძოდამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსტამ რაჰმონის ოფისი პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადაიტანეს. აჰმაძოდას განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, სანამ დუშანბეს ცენტრში ააშენებენ ახალ შენობას ქალაქის მერისათვის. 64 წლის ემომალი რაჰმონი 1992 წლიდან არის ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის პრეზიდენტი. მის მრავალ ახლო ნათესავს, მათ შორის ორ ქალიშვილს, მაღალი თანამდებობები უკავია, ან შემოსავლიან ბიზნესს აკონტროლებს. უფლებადამცველები მას ოპონენტების დევნა-შევიწროვებაში ადანაშაულებენ. რაჰმონმა რამდენიმე წლის წინ გადაიტანა პრეზიდენტის ოფისი ახალ შენობაში.

XS
SM
MD
LG