Accessibility links

მალიში თვითმკვლელმა მოაწყო აფეთქება, რომლის შედეგადაც 35-მდე ადამიანი დაიღუპა


მალიში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა დანაღმული ავტომანქანა, რის შედეგადაც 35-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ აცხადებს მალის მთავრობა. მისი ინფორმაციით, აფეთქება სამხედრო ბაზასთან მოეწყო. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ კი თვითმხილველებზე და გაეროს სამშვიდობო ძალების წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა ქალაქ გაოში აფეთქების შედეგად. სამხედრო ბაზას, რომელთანაც თავდასხმა განხორციელდა, იყენებენ მალის მთავრობის ჯარები და სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფის წევრები. ისინი ერთად პატრულირებენ ჩრდილოეთ მალის უდაბნოში, რასაც გაეროს შუამავლობით მიღწეული სამშვიდო შეთანხმება ითვალისწინებს. 2013 წელს საფრანგეთის ხელმძღვანელობით დაწყებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად, აფრიკის ამ ქვეყანაში უკან დაახევინეს ისლამისტ ექსტრემისტებს, რომლებმაც ერთი წლით ადრე დაიპყრეს ჩრდილოეთი მალი. ისლამისტი ექსტრემისტები მაინც აქტიურობენ რეგიონში და გრძელდება დაპირისპირება ადგილობრივ მეამბოხეებსა და მთავრობის მომხრე შეიარაღებულ ჯგუფებს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG