Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ორგანიზაცია „გოლოსს“ მიენიჭა ეუთოს პრემია დემოკრატიის დაცვისათვის


რუსეთში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსს“ მიენიჭა 2017 წლის პრემია დემოკრატიის დაცვისათვის, რომელსაც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) გასცემს. „გოლოსი“ არჩევნების მეთვალყურე ჯგუფების ასოციაციაა. პრემიის გაცემის ოფიციალური ცერემონია 18 იანვარს გაიმართა ვენაში, სადაც ეუთოს შტაბ-ბინა მდებარეობს. „გოლოსი“ თავის ვებსაიტზე წერს, რომ პრემია მიიღო, ეუთოს განმარტებით, „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის“. პრემია 2016 წელს დააწესეს ეუთოს წევრმა ქვეყნებმა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის მნიშვნელობის აღსანიშნავად და მათ წინაშე მდგომ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად. 2014 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „გოლოსიც“ შეიყვანა ე.წ. უცხოეთის აგენტების სიაში.

XS
SM
MD
LG