Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში ჩამოინგრა ცეცხლმოკიდებული მაღლივი შენობა


თეირანში ჩამოინგრა ცეცხლმოკიდებული მაღლივი შენობა, „პლასკოს“ სავაჭრო ცენტრი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, არის თუ არა მსხვერპლი. როგორც იტყობინებიან, შენობიდან მოხდა ხალხის ევაკუაცია, მაგრამ მეხანძრეები შენობის შიგნით ებრძოდნენ ხანძარს. ხელისუფლების ცნობით, შენობის ჩამონგრევამდე 25 ადამიანი დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც დილით გაჩნდა. პოლიციამ გადაკეტა შენობის მიმდებარე ქუჩები. „პლასკო“ 1960-იანი წლების დამდეგს არის აშენებული. იგი თეირანის ერთ-ერთი პირველი მაღლივი შენობაა.

XS
SM
MD
LG