Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუჩინარებულ პაკისტანელ აქტივისტთა ნათესავების თანახმად, სოციალურ მედიაში "მავნე" კამპანია მიმდინარეობს


გაუჩინარებული ხუთი პაკისტანელი აქტივისტის ოჯახების განცხადებით, სოციალურ მედიაში წარმოებს „მავნე“ კამპანია, რომელიც მათ ოჯახის წევრებს მკრეხელობაში ადანაშაულებს. პაკისტანის ხუთი მოქალაქე წინ აღუდგებოდა რელიგიურ შეუწყნარებლობას და აკრიტიკებდა პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს. ისინი ამ თვეში გაუჩინარდნენ, რაზეც პასუხისმგებლობა არც ერთ ჯგუფს არ აუღია, მათ შორის არც უშიშროების სამსახურებს. ამასობაში სოციალურ ქსელებში მათ სულ უფრო ხშირად სდებენ ბრალს მკრეხელობაში. გაუჩინარებულებს შორის არიან მემარცხენე აქტივისტი და პროფესორი, სამი ლიბერალურად განწყობილი ბლოგერი და პაკისტანის ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. პაკისტანში მკრეხელობა სიკვდილით ისჯება.

XS
SM
MD
LG