Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში ზვავმა დაფარა სასტუმრო, რომელშიც სავარაუდოდ 30-მდე ადამიანი იმყოფება


ცენტრალურ იტალიაში, გრან სასოს მთებში მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა დაფარა სასტუმრო, რომელშიც სავარაუდოდ 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. ზვავი წუხელ მოხდა. რთული ამინდის გამო მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ სასტუმრომდე მისაღწევად. შენობაში მყოფი ხალხი პასუხს არ სცემს სატელეფონო ზარებს. ოთხშაბათს ცენტრალურ იტალიაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები რომის რამდენიმე რაიონშიც იგრძნობოდა.

XS
SM
MD
LG