Accessibility links

საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს


საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია თავად გოცირიძემ დაუდასტურა სააგენტო ინტერპრესნიუსს. მისი ინფორმაციით, პარლამენტს წარუდგენენ ფრაქციის წევრების სიას, რომელიც მომავალ ორშაბათს დამტკიცდება ბიუროს სხდომაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანდნენ რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 12 იანვარს დატოვა 60-მდე წევრმა, მათ შორის პარლამენტის 21-მა დეპუტატმა. მათ 13 იანვარს შექმნეს ორი ფრაქცია, ”ევროპული საქართველო” და “ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის.“

XS
SM
MD
LG