Accessibility links

სანკტ-პეტერბურგში ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს წარმოშობით ტაჯიკი ფარჰოდ ნურმატოვი


რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლების ცნობით, ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს წარმოშობით ტაჯიკი ფარჰოდ ნურმატოვი. როგორც კიროვის რაიონული სასამართლოს პრესმდივანმა აცნობა განმარტა, ნურმატოვს, რომელიც ეჭმიტანილია აკრძალული ორგანიზაცია „ჰიზბ-უტ-თაჰრირის“ წევრობაში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2014 წლიდან მოყოლებული სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ ამავე ბრალდებით გაასამართლა ცხრა პირი, რომელთა უმრავლესობას ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

XS
SM
MD
LG