Accessibility links

კვირიკაშვილი და პოროშენკო ერთმანეთს შეხვდნენ დავოსის ფორუმის ფარგლებში


დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს, ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის და ტურიზმისა სფეროებში დაისაუბრეს ევროინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე, რაც საქართველოსა და უკრაინისათვის პრიორიტეტია. საუბრის დროს, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2017 წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი აღინიშნება. კვირიკაშვილმა და პოროშენკომ ამ ფორმატში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გეგმა განიხილეს.

XS
SM
MD
LG