Accessibility links

ვაშინგტონში ასიათასობით ადამიანი ემზადება იმისათვის, რომ აღნიშნოს და გააპროტესტოს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაცია


ვაშინგტონში ასიათასობით ადამიანი ემზადება იმისათვის, რომ აღნიშნოს და გააპროტესტოს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაცია, რომელიც დღეს გაიმართება აშშ-ის დედაქალაქში. ოფიციალური პირების თქმით, ვაშინგტონში დაგეგმილ ცერემონიაზე შეკრებას გეგმავს 900 000-მდე ადამიანი. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე განთავსებულია ქვიშის ტომრები, ბეტონის მოძრავი ბარიერები და ასევე, 15-მეტრიანი მავთულის ღობე. აშშ-ის მომავალი რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ ჩავიდა ვაშინგტონშიდა ოფიციალურ პირებთან ერთად გვირგვინით შეამკო არლინგტონის ეროვნული სასაფლაო, სადაც ომში დაღუპული ჯარისკაცები არიან დაკრძალული. კაპიტოლიუმში ფიცის დადების მოჰყვება ოფიციალური სადილი, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახი მონაწილეობას მიიღებენ პენსილვანიის გამზირზე დაგეგმილ საზეიმო მსვლელობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG