Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნიუ-იორკში მცხოვრებ ყაზახეთის მოქალაქეს


ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნიუ-იორკში მცხოვრებ ყაზახეთის მოქალაქეს, 21 წლის ახრორ საიდახმეტოვს. მას ბრალი დასდეს შეთქმულებაში, რომელიც გულისხმობს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მატერიალურ მხარდაჭერას. საიდახმეტოვი დააკავეს 2015 წლის თებერვალში ნიუ-იორკის „ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში“, საიდანაც ის სტამბოლში უნდა გაფრენილიყო. გამომძიებლების თქმით, ის სირიაში მიფრინავდა, რათა შეერთებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებს. საბრალდებო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ახრორ საიდახმეტოვი გამოხატავდა ინტერესს აშშ-ის სამხედრო ძალებში გაერთიანების ინტერესს. ამ გზით ის გეგმავდა ინფორმაციას მოპოვებას და გადაცემას ექსტრემისტული დაჯგუფებისთვის, რათა დახმარებოდა მას ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმის განხორციელებაში.

XS
SM
MD
LG