Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინაუგურაცია


დღეს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინაუგურაცია. დონალდ ტრამპი ნიუ იორკიდან ვაშინგტონში19 იანვარს ჩავიდა, არლინგტონის სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დაესწრო სადღესასწაულო კონცერტს. „ჩვენ ვაპირებთ გავაერთიანოთ ქვეყანა და გავაკეთოთ ის, რაც ამერიკისთვის არ გაკეთებულა მრავალი ათწლეულის განმავლობაში“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ლინკოლნის მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას. ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა ცვლილებებს, მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საზღვრების განმტკიცებას და არმიის გაძლიერებას. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის გამო ვაშინგტონში მიღებულია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. ვაშინგტონსა და აშშ-ის დიდ ქალაქებში დაგეგმილია დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები.

XS
SM
MD
LG