Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფებიან ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი


თბილისში იმყოფებიან ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი. მათ ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და კონსტიტუციონალისტებთან. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის მიერ შექმნილ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა. დღესვე ვენეციის კომისიის ხელმძღვანელები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც ახლადშექმნილ საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს. სახელმწიფო კომისიის შექმნისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას.

XS
SM
MD
LG