Accessibility links

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-7 ყრილობა


დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-7 ყრილობა. საორგანიზაციო კომისიის ინფორმაციით, ყრილობაში მონაწილეობას მიიღებს 7 ათასზე მეტი დელეგატი, რომლებიც აირჩევენ პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას და საბჭოს თავმჯდომარეს. ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დელეგატებს ვიდეოჩართვით მიმართავს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ყრილობა 14 საათზე დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG