Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა და დამასკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტარტუსის ნავსადგურში განთავსებული რუსეთის სამხედრო საზღვაო ტექნიკის შესახებ


რუსეთის სამთავრობო წყაროების ცნობით, მოსკოვმა და დამასკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტარტუსის ნავსადგურში განთავსებული რუსეთის სამხედრო საზღვაო ტექნიკის გაფართოებისა და მოდერნიზების შესახებ. რუსეთის ოფიციალურ საინფორმაციო პორტალზე 20 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის 11 სამხედრო ხომალდის ერთდროულად განთავსებას აღნიშნულ ბაზაზე. მოსკოვმა, რომელიც დამასკის ძველი მოკავშირეა, 2015 წლის სექტემბერში დაიწყო სამხედრო-საჰაერო კამპანია, რათა ხელი შეეწყო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის ოპოზიციურ ძალებთან ბრძოლაში. სირიის ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ნავსადგური, ვიეტნამში განთავსებულ მომმარგაბელ ცენტრთან ერთად რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთადერთი ბაზაა, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გარეთ მდებარეობს. რუსეთის სამხედრო ტექნიკა ასევე განთავსებულია სირიის სასაზღვრო პროვინციაში მდებარე ლატაკიიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

XS
SM
MD
LG