Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში ფიცი დადო აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა


აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფიცი დადო ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე გამართულ ცერემონიაზე და ოთხი წლით დაიკავა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური თანმდებობა. ტრამპმა ფიცი დადო ადგილობრივი დროით შუადღისას (თბილისის დროით, 21 საათზე), აშშ-ის კონგრესის შენობის კიბეებზე. სიტყვის წარმოთქმის შემდეგ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს თეთრი სახლისკენ საზეიმო მსვლელობაში. რესპუბლიკური პარტიის 70 წლის წევრმა, უძრავი ქონების ნიუიორკელმა მაგნატმა, რომელსაც არ აქვს სამთავრობო მართვის გამოცდილება პირობა დადო, რომ გააერთიანებს, როგორც მან თქვა, „გახლეჩილ ერს“ და ქვეყანას გადააქცევს დიადად „ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“. ვაშინგტონშივე, კაპიტოლიუმის ბორცვიდან ერთი კილომეტრის მანძილზე, ტრამპის მოწინააღმდეგეებმა გამართეს საპროტესტო გამოსვლები, რომელთა ზოგმა მონაწილემ ჩალეწა ბანკებისა და რესტორნების ვიტრინები. მათ წინააღმდეგ პოლიციამ პილპილის აეროზოლი გამოიყენა. ტრამპმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სძლია დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ჰილარი კლინტონს.

XS
SM
MD
LG