Accessibility links

ტრამპი: „პირველ რიგში ამერიკა“, „ამოვძირკვავთ ისლამურ ტერორიზმს“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ „პირველ რიგში ამერიკას“ დააყენებს მუდამ და „დაიცავს ქვეყნის საზღვრებს“, თუმცა აღნიშნა, რომ გააძლიერებს ძველ ალიანსებს და შექმნის ახლებს. ეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ. ტრამპის თანახმად, ძალაუფლებას ვაშინგტონიდან კვლავ დაუბრუნებს ხალხს. მისი თქმით, დააბრუნებს სამუშაო ადგილებს, რომლებიც მისი თქმით, ხალხს მოპარეს. "ჩვენ ორ წესს დავიცავთ: იყიდეთ ამერიკული პროდუქცია და დაიქირავეთ ამერიკელები", "ამერიკა კვლავ დაიწყებს გამარჯვებას - ისე, როგორც არასდროს, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დავაბრუნებთ სამუშაო ადგილებს, დავაბრუნებთ ჩვენს საზღვრებს, დავაბრუნებთ ჩვენს სიმდიდრეს და დავაბრუნებთ ჩვენს ოცნებებს". მისი თქმით, ამოძირკვავს ისლამისტურ ტერორიზმს. ტრამპმა 15 წუთის განმავლობაში ილაპარაკა. მან გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "დიახ, ჩვენ კვლავ დიადად ვაქცევთ ამერიკას!"

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG