Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მაშველებმა ოთხი ადამიანი ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი სასტუმროდან


საგანგებო სამსახურის მაშველებმა 21 იანვარს კიდევ ოთხი ადამიანი ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი სასტუმროდან. გადარჩენილები ნანგრევებში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. იტალიის მაღალმთიან გრან სასოში მდებარე სასტუმრო "რიგოპიანო" ზვავმა 18 იანვარს ჩაიტანა. ამ ხნის განმავლობაში მაშველებმა ოთხი დაღუპულის გვამი იპოვნეს. 15 კაცი კვლავ დაკარგულად ითვლება.

XS
SM
MD
LG