Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ ასადი არ უნდა გამოირიცხოს სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან


თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეთ სიმსეკი არარეალისტურს უწოდებს პოზიციას, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს პრეზიდენტ ბაშარ ასადის მონაწილეობას სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. ადრე ასადის მონაწილეობის წინააღმდეგი იყო თავად თურქეთი, რომელიც რუსეთთან ერთად ამჟამად შუამავალია იმ სამშვიდობო მოლაპარაკებისა, რომელიც ასტანაში 23 იანვარს დაიწყება. ვითარება სირიაში დრამატულად შეიცვალა, რის გამოც თურქეთი, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვეღარ მოითხოვს სამშვიდობო პროცესიდან ბაშარ ასადის გამოთიშვასო, - განაცხადა თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში საუბრისას.

XS
SM
MD
LG