Accessibility links

აშშ-ის სენატმა უმრავლესობით დაამტკიცა ტრამპის კაბინეტის ორი წევრი


20 იანვარს აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრად დაამტკიცეს გადამდგარი გენერალი, ჯეიმს მატისი, ხოლო აშშ-ის შიდა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის პოსტი 66 წლის გენერალმა ჯონ კელიმ დაიკავა. სენატში მნიშვნელოვანი მინისტრების დამტკიცების კენჭისყრა დონალდ ტრამპის იანაუგურაციის შემდეგ გაიმართა. აშშ-ის ახალი თავდაცვის მინისტრი 66 წლის ჯეიმს მატისი საზღვაო ქვეითების შენაერთებს სარდლობდა 2001 წელს ავღანეთში და 2003 წელს ერაყში სამხედრო ინტერვენციების დროს. პუტინი ცდილობს ალიანსის დაშლასო, - განაცხადა მატისმა 12 იანვარს სენატის თავდაცვის და ეროვნული უშიშროების კომიტეტში გამართულ მოსმენების დროს.

XS
SM
MD
LG