Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში „ქალთა მარშზე“ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იმყოფება


აშშ-ის დედაქალაქში დაიწყო „ქალთა მარში“, საპროტესო აქცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. როგორც აქციაზე გამოსულმა ერთ-ერთმა ორატორმა აღნიშნა, ვაშინგტონის ცენტში შეკრებილია ხუთასი ათასი ადამიანი, რაც დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება. ცნობილმა ფემინისტმა აქტივისტმა გლორია სტაინემმა დემონსტრაციის მონაწილეები ქარაგმულად გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ი, შესაძლოა, ახალ სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული. როგორც ვაშინგტონის მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, შეილ ტოლბერტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, „ის აქ იმყოფება იმის სათქმელად, რომ ქალები არ აპირებენ დანებებას“. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ტრამპს ხშირად აკრიტიკებდნენ ქალების მიმართ მისი დამოკიდებულებისა და საჯარო განცხადებებისთვის. აშშ-ის გარდა „ქალთა მარშის“ სახელით ცნობილი ხალხმრავალი აქციები გაიმართა ასევე ლონდონში, პრაღაში, დუბლინში, პარიზში, ამსტერდამსა და სეულში. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციებში სულ მცირე ორი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG