Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი მხარდაჭერას ჰპირდება დაზვერვის უწყებას და აკრიტიკებს მედიას


21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვირჯინიაში, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინას ესტუმრა და უწყების ოთხასამდე თანამშრომელს მხარდაჭერა დაჰპირდა. „მე 1000 %-ით თქვენთან ვარ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპის ეს სიტყვები მოასწავებს აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობას, მოაგვაროს ურთიერთობა სადაზვერვო უწყებასთან მას შემდეგ, რაც ინაუგურაციამდე, ტრამპმა საჯაროდ უარყო და გააკრიტიკა ცენტრალური სადაზვერვო უწყების მიერ მომზადებული ანგარიში რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე, რაც არჩევნების მოგებაში დაეხმარა აშშ-ის ახალ პრეზიდენტს. „ჩვენ ნაცისტურ გერმანიაში ვცხოვრობთო?“- ასე გამოეხმაურა მაშინ ტრამპი, მისი შეფასებით, „ყალბი ამბის“ გამოქვეყნებას, რაშიც დონალდ ტრამპმა „სადაზვერვო უწყება" დაადანაშაულა. 21 იანვრის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მტკიცე მხარდაჭერა“ აღუთქვა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რომლის თანამშრომლებს „განსაკუთრებული და ბრწყინვალე“ ადამიანები უწოდა. ამერიკელ მზვერავებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა ასევე, რომ გრძელდება ბრძოლა მედიასთან და ჟურნალისტებთან, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტმა „დედამიწის ზურგზე ყველაზე უსინდისო ადამიანები“ უწოდა.

XS
SM
MD
LG