Accessibility links

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ხელახლა აირჩიეს მმართველი პარტიის თავმჯდომარედ


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი 22 იანვარს ხელახლა აირჩიეს ქვეყნის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ თავმჯდომარედ. პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს მედვედევმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შესაძლოა გამოიყენონ 10 სექტემბერს დანიშნული რეგიონული არჩევნები და „უფრო ადრე დაიწყონ ეფექტიანი საპრეზიდენტო კამპანია“. ამასთან მედვედევის თქმით, „ედინაია როსია“, „არ უნდა აჰყვეს პროვოკაციებს“ და ჩაებას „პოლიტიკურ ინტრიგებში“. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 მარტს არის დაგეგმილი. მედვედევის თქმით, მმართველი პარტიის „მთავარ პოლიტიკურ რესურსს“ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პარლამენტში არსებული საკონსტიტუციო უმრავლესობა წარმოადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG