Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის განცხადებით, რადიკალური ისლამური ტერორიზმი უნდა განადგურდეს


აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა საბოლოოდ უნდა გაანადგურონ ისლამური ტერორიზმი. „რადიკალური ისლამური ტერორიზმი, როგორც გუშინ ვთქვი, უნდა ამოძირკვოს, იგი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. ეს მტერია, მტერი“, - განაცხადა დონალდ ტრამპა 21 იანვარს აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინაში სტუმრობის დროს. აშშ-ის პრეზიდენტმა „მტკიცე მხარდაჭერა“ აღუთქვა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რომლის თანამშრომლებს „განსაკუთრებული და ბრწყინვალე“ ადამიანები უწოდა.

XS
SM
MD
LG