Accessibility links

წამყვანი სენატორები მხარს უჭერენ რექს ტილერსონის კანდიდატურას


წამყვანმა ამერიკელმა სენატორებმა, რესპუბლიკელებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრემმა მხარი დაუჭირეს რექს ტილერსონის კანდიდატურას, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტზეა წარდგენილი. მიუხედავად რუსეთის ხელისუფლებასთან კანდიდატის წარსულში არსებული ურთიერთობებისა, რაც სენატორებში ჯერ კიდევ იწვევს შეშფოთებას, ერთობლივ განცხადებაში, მაკკეინი და გრემი იმედს გამოთქვამენ, რომ „ტილეროსნი აშშ-ის ინტერსების ეფექტური დამცველი იქნება“. აშშ-ის სენატი 23 იანვარს უყრის კენჭს რექს ტილეროსნის კანდიდატურას. იმავე დღე არის დაგეგმილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი დირექტორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის კენჭისყრაც. დონალდ ტრამპმა დაზვერვის ხელმძღვანელად რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ პომპეო წარადგინა. მანამდე, 20 იანვარს აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრად დაამტკიცეს 66 წლის გადამდგარი გენერალი, ჯეიმს მატისი, ხოლო აშშ-ის შიდა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის პოსტი 66 წლის გენერალმა ჯონ კელიმ დაიკავა.

XS
SM
MD
LG