Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი აცხადებს, რომ არ არის საჭირო სხვების იმედზე ყოფნა


მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ყრილობაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევი გამოეხმაურა ვარაუდს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად კურთხევის შემდეგ, შესაძლოა შერბილდეს ან გაუქმდეს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების პაკეტი. „არ არის საჭირო სადღაც, სხვაგან ჩატარებულ არჩევნებსა და უცხოეთის ქვეყნების ლიდერების მოსვლის იმედად ყოფნა. ჩვენმა აგრარიკოსებმა, რომლებისთვისაც მთლიანობაში ასეთი ხელსაყრელი პირობები შეიქმნა, აქტიურად უნდა ისარგებლონ ამით. და ჩვენ ამაში მათ დავეხმარებით, რადგან ნებისმიერ ვითარებაში ჩვენ საკუთარი თავი თავადვე უნდა გამოვკვებოთ,“ - განაცხადა დმიტრი მედვედევმა, რომელიც 22 იანვარს რუსეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს.

XS
SM
MD
LG