Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში დღეს განიხილება ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის საკითხი


საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის საკითხს. ექვსწევრიან ფრაქციაში ერთიანდებიან რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი. ფრაქციას რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია უმცირესობის შემადგენლობაში არ იქნება. საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი შეინარჩუნა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” 17 იანვარს გასულმა 21-მა დეპუტატმა. მათ შექმნეს ორი ახალი ფრაქცია, ”ევროპული საქართველო” და ”ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისათვის.”

XS
SM
MD
LG