Accessibility links

ყაზახეთი მასპინძლობს სირიის შესახებ მოლაპარაკებას


ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაიწყო სირიის შესახებ მოლაპარაკება, რომლის მიზნადაც სახელდება მოქმედი ზავის გასამყარებელ ზომებზე შეთანხმება. ორდღიან შეხვედრაში, რომელიც რუსეთის, ირანისა და თურქეთის შუამავლობით იმართება, მონაწილეობენ როგორც სირიის მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. მოლაპარაკებას მეთვალყურის სტატუსით ესწრებიან სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი და ყაზახეთში აშშ-ის ელჩი. შეხვედრის მონაწილეებისადმი მისასალმებელ სიტყვაში, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გამოთქვა იმედი, რომ ასტანის შეხვედრა შექმნის "საკმარის პირობებს ყველა მონაწილე მხარისათვის სირიის კრიზისის მოსაგვარებლად თავისთვის მისაღები გზის მოსაძებნად". დეკემბერში ხელმოწერილ იქნა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დღეს დაწყებული მოლაპარაკების მიზანია ზავის გამყარება, ისევე როგორც სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად ჟენევაში დაწყებული პროცესის ხელშეწყობა. ჟენევის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 8 თებერვალს დაიწყება.

XS
SM
MD
LG